არალეგალები

The Guardian: ქართველ მძღოლს საბერძნეთში 41 არალეგალი სატვირთო-მაცივრით გადაყავდა

ბრიტანული Guardian-ის გავრცელებული ცნობით, საბერძნეთში პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც სატვირთო მანქანით ქვეყნის ტერიტორიაზე 41 არალეგალის შეყვანას ცდილობდა.

სატვირთოს საქართველოს 40 წლის მოქალაქე მართავდა.

სატვირთოდან გადმოსვლის შემდეგ, მგზავრების მნიშვნელოვან ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა. მესამედს სუნთქვა უჭირდა, შვიდი კი მაშინვე გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი.

სატვირთოს მგზავრები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავღანური წარმოშობის არიან, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იპოვეს შემოწმებისას.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, სატვირთო, დიდი ალბათობით, თურქეთის გავლით შევიდა საბერძნეთის ტერიტორიაზე.

კომენტარები