არაფორმალური მმართველობა

ფუკუიამა: ქართული დემოკრატიის პრობლემა არაანგარიშვალდებული ძალაუფლებაა

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა საქართველოში არსებულ არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე საუბრობს.

ფუკუიამას თქმით, რეალური ძალაუფლების ანგარიშვალდებულების არმქონე პირთა ხელში მოხვედრა საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიის მთავარი გამოწვევაა:

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულწილად საქართველოს აქვს იგივე პრობლემა, რაც უკრაინას: ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას, არ აღასრულებენ მას. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანაში დიდი პრობლემაა ოლიგარქები.

ვფიქრობ, ეს მართლაც დიდი დეფექტია ქართული დემოკრატიისთვის - არსებობს დამალული ძალაუფლების ერთგვარი არაანგარიშვალდებული წყარო, რომელიც იყენებს პოლიტიკურ სისტემას და ფარდას ამოფარებული მანიპულირებს. ეს არაა კარგი დემოკრატიული პრაქტიკა. დემოკრატიაში გამჭვირვალე უნდა იყოს, საიდან მოდის ფული, როგორ აღსრულდება ძალაუფლება და ა.შ."

ფრენსის ფუკუიამამ 4 ნოემბერს სასტუმრო რუმსში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. 6 ნოემბერს ის საჯარო ლექციას წაიკთხავს თავისუფალ უნივერსიტეტში.

კომენტარები