რუმინეთი

რუმინეთში გზა გაიხსნა, რომელიც არსად არ მიდის

რუმინეთის ქალას პიატა ნეამში გზა გაიხსნა, რომელიც არსად არ მიდის.

200-მეტრიანი გზის მონაკვეთი, რომლის გაკეთებაც 100 000 ევრო დაჯდა, დიდ მოუვლელ მინდორს უერთდება. გზას ბოლოში ზებრისა და "Stop"-ის ნიშნები აქვს გაკეთებული.

პიატა ნეამის მერის თქმით, გზის გახსნა იმ ადგილის გამოცოცხლების ერთ-ერთი ნაწილია.

რუმინეთში უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს გამართული ინფრასტრუქტურისა და გზების მოთხოვნით. მაგალითისთვის, მარტში, ბუქარესტში ცოტა ხანს ქუჩებში მოძრაობა შეჩერდა, რადგან მძღოლები მანქანებიდან გადმოდიოდნენ და გზების გაკეთებას ითხოვდნენ.

კომენტარები