ყალბი ფულის გასაღება

15 000 ყალბი თურქული ლირის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა.  

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა" - აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები