ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო საქმიანობებისგან შემდეგი კვირიდან დაისვენებენ

Getty Images

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო საქმიანობებისა და ვალდებულებებისგან შემდეგი კვირიდან დასვენებას "აიღებენ" და სავარაუდოდ, ახალ წლამდე არ დაბრუნდებიან.

ისინი რვა, ცხრა და ათ ნოემბერს ხსოვნის დღისადმი [Remembrance Day] მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიან და დასვენებას ამის შემდეგ დაიწყებენ.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი როგორ გაატარებენ ისინი ამ პერიოდს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით წყვილი უმეტესი დროის განმავლობაში ამერიკაში იქნება. მათ სურთ, რომ ბავშვმა მეგან მარკლის სამშობლოშიც გაატაროს დრო.

როგორც წესი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დასვენებებს აგვისტოში "იღებენ" ხოლმე. თუმცა, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ზაფხულში არ დაუსვენიათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ახლა.

კომენტარები