სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მღვდელი მეუფე ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - დოკუმენტი

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცის შევიწროებაში სდებს ბრალს. მღვდელი გიორგი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

"1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად "თავს დაესხა" "სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!

ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა", - წერს facebook-ზე მამა გიორგი.

მიტროპოლიტი ზოსიმე

ტაბულას წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში არ უპასუხეს.

კომენტარები