ავტოსაგზაო შემთხვევა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

Interpessnews

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ავტომანქანაში მყოფი ხუთი ადამიანიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია "ტაბულას" თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

დღეს, 5 ნოემბერს, ყვარელში "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება. 

კომენტარები