სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მამა გიორგი: ეპისკოპოს ზოსიმეს მხრიდან სექსუალურ შევიწროებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა

მთავარი არხი

მამა გიორგი სხილაძის თქმით, მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მხრიდან სტუდენტების სექსუალურ შევიწროებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ამის შესახებ მან მთავარ არხთან საუბარში აღნიშნა.

"დიახ, მე რიცხვს ვერ დავასახელებ, მაგრამ მასობრივი ხასიათი ჰქონდა. მე გეტყვით ერთს და მსმენელიც უკეთ გაიგებს, ამ ამბის შესახებ, ვისაც პირველი ვაუწყეთ ეს, რადგან უწმინდესი თბილისში არ იმყოფებოდა, იყო მისი ძმისშვილი, იმჟამად მღვდელი მამა დავითი, დღეს მიტროპოლიტი დიმიტრი, მას ვაუწყეთ ეს საშინელება, რომლის გავცელებაც არ გვინდოდა. მან ასეთი რამ ჩაილაპარაკა და გვითხრა, რომ თქვენც ახლა ახალი ამბავი გვითხარითო", - ამბობს მამა გიორგი.

ცნობისთვის, ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, 1988 წელს დაწერა სემინარიის სტუდენტმა, რომელიც სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

დღესვე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

სემინარიის დატოვების შემდეგ, ეპისკოპოს ზოსიმეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ 1996 წელს ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2009 წელს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 

კომენტარები