ცნობილი ადამიანები

“პირველი სიყვარული იყო” - კრისტენ სტიუარტმა პატინსონთან ურთიერთობა გაიხსენა

0 კომენტარი
Twilight

კრისტენ სტიუარტმა The Howard Stern Show-ში რობერტ პატინსონთან ურთიერთობა გაიხსენა.

მათ ერთმანეთი 2008 წელს, Twilight-ის გადაღებებზე გაიცნეს და ურთიერთობა მალევე დაიწყეს. წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დაშორდა.

სტიუარტმა გაიხსენა, რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები მათ ურთიერთობაში.

"შენ უარს ეუბნები საკუთარ თავს ძალიან ბევრ გამოცდილებაზე. ჩვენ არ დავდიოდით ქუჩებში ხელჩაკიდებულები, რადგან არ გვსურდა მათთვის [პაპარაცებისთვის] ეს დაგვენახებინა", - თქვა მსახიობმა.

კრისტენ სტიუარტის თქმით, მისთვის ძალიან უცნაურია მისი და პატინსონის ურთიერთობის განხილვა.

"არასდროს მომეცა უფლება მეთქვა რა მოხდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ყურადღების მაძებრად გამოვჩნდებოდი. ჩვენ ერთად წლების განმავლობაში ვიყავით, ის ჩემი პირველი სიყვარული იყო", - თქვა მსახიობმა.

ჟურნალისტმა მას კითხა, მაშინ სურდა თუ არა რობერს პატინსონზე დაქორწინება.

"არ ვიცი, მინდოდა, დიახ... არ ვიცი. მე არ ვარ სუპერ ტრადიციული, თუმცა ყველა ურთიერთობაზე რაშიც ვყოფილვარ, ვფიქრობდი რომ ის ერთი იყო", - უპასუხა მსახიობმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები