ცნობილი ადამიანები

ემა უოტსონის თქმით, ის მარტოხელა არ არის, საკუთარი თავის პარტნიორია

0 კომენტარი
ფოტო: Vogue

ემა უოტსონი ბრიტანული ვოგის დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა და ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე ისაუბრა.

მსახიობი აპრილში 30 წლის ხდება და მისი თქმით, ამას თან დიდი მღელვარება ახლავს.

"ყველა რატომ ღელავს 30 წელიწადზე? თავს ძალიან აღელვებულად ვგრძნობ. მივხვდი, რომ ეს ჩემს გარშემო არსებული მესიჯების ბრალია. თუ სახლი არ აგიშენებია, თუ ქმარი არ გყავს, თუ ბავშვი არ გყავს და 30 წლის ხდები და არ ხარ ძალიან დაცული, არც ძალიან სტაბილურად ხარ შენს კარიერაში - ამას ახლავს საშინელი მღელვარება", - თქვა ემა უოტსონმა.

მისი თქმით, მას არასდროს ჯეროდა რომ მარტო ყოფნისას შესაძლოა ბედნიერი ყოფილიყო.

"არასდროს მჯეროდა, რომ ბედნიერი მარტოხელა ადამიანი არსებობდა. დიდი დრო დამჭირდა, თუმცა მე ბედნიერი ვარ მარტო [Single] და ამას საკუთარი თავის პარტნიორობას [Self-Partnered] ვეძახი", - თქვა ემა უოტსონმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები