ანჯელინა ჯოლიმ გამოცემასთან Harper's Bazaar გაისაუბრა. მსახიობი ბევრ თემას შეეხო. ჟურნალისთვის გადაღებული ფოტოსესიაც შთამბეჭდავი გამოვიდა. ფოტოებზე ჯოლი კვლავ ის თავისუფალი და მეამბოხე, გახსნილი ადამიანია, რომელსაც მსოფლიო ადრეც იცნობდა.
"ჩემმა სხეულმა ბევრი რამ გამოიარა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და მე უამრავი ხილული და უხილავი ნაიარევის ჩვენება შემიძლია. უხილავებთან გამკლავება უფრო რთულია. ცხოვრება ბევრჯერ შეიძლება, შემოტრიალდეს. ზოგჯერ ხედავ, რომ ისინი ვინც ძალიან გიყვარს იტანჯებიან და შენც არ შეგიძლია, რომ ისეთივე თავისუფალი იყო, როგორც შენს სულს სურს. ჩემი სხეული არც განახლებულია და არც ისეთივე, როგორიც ადრე იყო, თუმცა ვგრძნობ, ჩემში სისხლი როგორ ჩქეფს"
ჯოლიმ ქალთა უფლებებზე და მსოფლიო პრობლემებზეც ისაუბრა. როდესაც მას ჰკითხეს, 2020 წლისთვის რას გეგმავს და მკითხველებს რა რჩევას მისცემდა, მსახიობმა უპასუხა, რომ ურჩევს ყველა ქალს თავისუფლება შეიგრძნოს და არავის მისცეს საკუთარი თავის დაჩაგრვის უფლება. მსახიობი შეძრწუნებულია იმ ფაქტით, რომ მის მიერ წაკითხული წიგნის "No Visible Bruises" მიხედვით 2000-იდან 2006 წლის ჩათვლით, უფრო მეტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი გარდაიცვალა, ვიდრე ომში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცი. ამიტომაც მისი აზრით ქალებმა მსოფლიოს თავიანთი ხმა უნდა გააგონონ. საუბარში ჯოლი ლტოლვილების პრობლემასაც შეეხო.
"მსოფლიოში 70 000 იძულებით გადასახლებული პირია, მათ შორის 26 000 ლტოლვილი და არა, "მსოფლიო ასე მოწყობილი" არ უნდა იყოს! ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოებზე ზრუნვა ვერ იქნება, ყველანი ერთ მთელს წარმოვადგენთ. ბრძოლის დრო მოვიდა, და ამ ცხოვრებაში თავისუფლებისთვისა და უფლებებისთვის ბრძოლაა ყველაზე მთავარი! და თუკი ჩვენი თავისუფლება უკვე დაცულია, მაშინ სხვევის თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მეამბოხეები რომ არ არსებობდნენ, მსოფლიოში არაფერი შეიცვლებოდა!"
დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევებზე, მსახიობმა აღნიშნა:
"ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევა ერთმანეთის განსხვავებულობის მიღებაა. ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ და ავყვეთ მათ, ვინც ჩვენს გახლეჩას და ერთმანეთის შიშს გვაიძულებს. ღირებულებები შეიცვალა. ბევრ ქვეყანაში, ხელისუფლება აღარ ცდილობს იმ ღირებულებების დაცვას, რომლებისთვისაც წინა თაობა იბრძოდა. და როდესაც, ხელისუფლება უკან იხევს, ადამიანებმა უნდა წარმართონ სწორი პროცესები"