Bad Boys for Life

ფილმის "Bad Boys For Life" ახალი თრეილერი გამოვიდა (VIDEO)

0 კომენტარი

უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი, ცუდი ბიჭების როლში, ეკრანებზე სულ მალე დაბრუნდებიან. 

მაიკლ ბეის საკულტო მძაფრსიუეჟეტიანი ფილმის მესამე ნაწილში ძველ მსახიობებთან ერთად ახალ სახეებსაც:  ალექსანდრ ლუდვიგს, ვანესა ჰედჯინსს, ჩარლზ მელტონს ვიხილავთ. 

სიუჟეტის მიხედვით, მარკუს ბერნეტი(ლოურენსი) და მაიკ ლოური (სმიტი) იჩხუბებენ და მათი გზები გაიყოფა. სმიტის პერსონაჟი შუახნის კრიზისს განიცდის და აღარ სურს მარტოხელა კაცი იყოს. პარალელურად კი თავისი ახალგაზრდა გუნდელების მორჯულებაც უწევს.  

ფილმი ეკრანებზე 2020 წლის 17 იანვარს გამოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები