დეზინფორმაცია

ზურაბიშვილი: ინფორმაციის თავისუფლება არ არის ინფორმაციის თავნებობა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

"ინფორმაციის თავისუფლება არ არის ინფორმაციის თავნებობა," - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ფეიკნიუსზე, დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე ბევრჯერ გაუკეთებია აქცენტი და მასაც შეხებია. 

"ესეც არის ზოგადი პრობლემა დღევანდელი საზოგადოებების, დღევანდელი სოციალური ქსელების. ძალიან დასაფიქრებელია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ფაქტებს ისე, რომ ეს არ იყოს ინსტრუმენტი ზოგადად ინფორმაციის თავისუფლების შესაზღუდად, მაგრამ ინფორმაციის თავისუფლება არ არის ინფორმაციის თავნებობა,“ - თქვა ზურაბიშვილმა.

Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში ყალბ ფეისბუქ ექაუნთებზეა საუბარი, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით სოციალურ მედიაში დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. 

კომენტარები