ტრანსგენდერები

ხელოვანმა მოკლულ ტრანსგენდერ ქალს პეპლის ფრთების ქანდაკება მიუძღვნა

“Dandara" პეპლის ორი ფრთის ქანდაკების სახელია. ინსტალაციის ავტორი ბრაზილიელი ხელოვანი რუბემ რობიერბია. “Dandara" მის სერიაში "Dream Machine" შედის, რომელიც  მათ ეძღვნებათ, ვინც "ცხოვრობდა ან აღესრულა თავისი და სხვების ოცნებების ახდენისთვის" და პატივს მიაგებს ტრანსგენდერებისა და gender-nonconforming პირთა (GNC - ადამიანები, რომლებიც დაბადებისას მინიჭებულ გენდერულ კატეგორიასთან ასოცირებულ ნორმებს, ეტიკეტს და ჩარჩოებს არ ემორჩილებიან) საზოგადოების  სირთულეებით სავსე ცხოვრებას, ხაზს უსვამს მათ სიმამაცეს. ქანდაკებას ნიუ იორკის პარკში 2020 წლის 4 მაისს განათავსებენ.

ხელოვანმა ქანდაკებას "Dandara" ბრაზილიელი ტრანსგენდერის დანდარა დოს სანტოსის, რომელიც 2017 წელს მოკლეს, საპატივცემულოდ დაარქვა. ბრაზილია  ტრანსგენდერებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახელმწიფოა. გასულ წელს,  იურისტების ჯგუფმა "Transgender Europe" აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში, იანვრის ბოლოდან სექტემბრამდე შუალედში, 125 ტრანსგენდერი მოკლეს. 

როგორც ადამიანთა უფლებების დაცვის კამპანიამ გამოააშკარავა,  აშშ-ში 2019 წლის განმავლობაში 22 ტრანსგენდერი და gender-nonconforming პირი  მოკლეს, რომელთაგანაც 20 შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი იყო.  

ინსტალაციის წარდგენის ცერემონია კომპანიამ Mastercard დააფინანსა. ასევე მან ტრანსგენდერულ მედია პროგრამას ამ შემთხვევის აღსანიშნავად  5000 დოლარი გადაურიცხა. 

კომენტარები