თურქეთი

ერდოღანი: ალ-ბაღდადის ცოლი დავიჭირეთ, ამერიკის მსგავსად ხმაური არ გამოგვიწვევია

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერღანმა თქვა, რომ თურქეთს ალ-ბაღდადის ცოლი დაჭერილი ჰყავდა, თუმცა აშშ-ის მსგავსად ეს ამბავი არ გაუხმაურებია.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ალ-ბაღდადმა გვირაბში თავი აიფეთქა. მათ ამის შესხებ საკომუნიკაციო კამპანია წამოიწყეს... თუმცა, მე ამას აქ ახლა პირველად ვაანონსებ: ჩვენ მისი ცოლი დავიჭირეთ და მათსავით ხმაური არ გამოგვიწვევია. სირიაში, ასევე, მისი დაც და სიძეც დავიჭირეთ," - თქვა ერდოღანმა ანკარის უნივერსიტეტში საუბრისას.

ერდოღანს სხვა დეტალები არ გაუმხელია. ალ-ბაღდადის ოთხი ცოლი ჰყავდა.

გუშინ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ აზაზში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და რასმია ავადი ქმართან და რძალთან ერთად დააკავეს. მათ თან ახლდათ 5 არასრულწლოვანი.

თურქეთის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მათგან ტერორისტული ორგანიზაციის შიდა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

29 ოქტომბერს მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელიც მოკლულია. მას კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპიკერი აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. აშშ-მა მისი სიკვდილი ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაადასტურა.

აშშ-მა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის დეტალები და კადრებიც გაასაჯაროვა.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ლიდერი დაასახელა.

მათ Telegram-ზე გაავრცელეს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფების ახალი "ხალიფა" აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-კურაიში იქნება.

მისი სახელი უშიშროების ძალებისათვის ცნობილი არაა. ტერორისტულ დაჯგუფებას მის შესახებ რაიმე ინფორმაცია ნა ფოტო არ გაუვრცელებია, თუმცა ამბობენ, რომ ის "ჯიჰადის წამყვანი ფიგურა" და "ვეტერანი ჯიჰადისტია", რომელსაც აშშ-ის წინააღმდეგ წარსულშიც უბრძოლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები