ჯორჯ მაიკლი

ჯორჯ მაიკლის აქამდე უცნობი სიმღერა გავრცელდა - video

ჯორჯ მაიკლის აქამდე უცნობი სიმღერა გამოქვეყნდა, რომლის პრემიერაც BBC Radio 2-ზე შედგა.

სიმღერის სახლწოდებაა - This Is How (We Want You To Get High), რომელიც ცნობილი მომღერლმა 2015 წელს ჩაწერა.

7 წლის განმავლობაში ეს არტისტის შემოქმედებიდან პირველი ახალი სიმღერაა, რომელიც გავრცელდა.

სიმღერა რომანტიკული კომედიიის "Last Christmas" [გასული შობა] საუნდტრეკი იქნება. ფილმში მთავარ როლს GoT-ის ვარსკვლავი, ემილია კლარკი ასრულებს.

ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონი ალბომი გაყიდა.

კომენტარები