საქართველოს ეკლესია

კიკნაველიძე: რუსეთი ღიად ახალისებს საქართველოს ეკლესიაში ჩაბუდებულ მოძალადე ჯგუფებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, საქართველოს ეკლესიაში რუსეთის დიდი გავლენაა. მან ამის შესახებ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო სწორედ ამ გზით ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

"საქართველოს ეკლესია მრავალი წლის განმავლობაში მთლიანად მიბმული იყო რუსეთის ეკლესიას და ყველა მიმართულებით რუსეთის ეკლესიის გავლენა იყო უზარმაზარი, ჩვენ დღესაც ვხედავთ ამ გავლენის შედეგებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ბოლო წლებში მართლმადიდებელ სამყაროში მოხდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, პირველ რიგში, ჩატარდა მერვე საეკლესიო კრება, მსოფლიო ეკლესიების ნაწილმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესია ბოლო ორივე მოვლენის პირობებში აღმოჩნდა ე.წ რუსეთის ბანაკში - გაითვალისწინა რუსეთის პოზიციები, მხარი დაუჭირა რუსეთის პოზოციებს თავისი დუმილით, რაც არის ძალიან საშიში.

რა ხდება ეკლესიის შიგნით - ბოლო სინოდზე, რომელიც გადაიფარა მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებით, სინოდმა მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, როდესაც ეკლესიის უმნიშვნელოვანეს ქუთაის-გაენათის კათედრაზე მიავლენა იოანე გამრეკელი. იოანე გამრეკელი არის ადამიანი, რომელსაც არ მორიდებია არც ერთ ეტაპზე, არც დაუმალავს, რომ ის არის რუსეთის პროპაგანდისტული გენერალური ხაზის გამგრძელებელი. ჩვენ ყველას გვაქვს ისტორიის სახელმძღვანელოებში ნასწავლი - რუსეთის მეფის წარმომადგენლები როგორ ათეთრებდნენ ქართულ ტაძრებს, სვეტიცოხოველს, როგორ შეათეთრეს ანანურის ტაძარი, თავიდან როგორ მოხატეს... ეს ისტორია არ იცის მეუფე იოანემ. მეუფე იოანე ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა, მას არამარტო ისტორიის შეხსენება სჭირდება, იმაზეც ხუჭავს თვალს, რაც დღეს ხდება აფხაზეთში - ილორის ეკლესიას რომ ათეთრებენ და რუსულ ხახვებს ადგამენ თავზე. საქმე ერთ ეპისკოპოსს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელში კი არ არის საქმე, ეს არის ის, რაც დაშვებულია ამ ეკლესიაში" - ამბობს კიკნაველიძე.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ეკლესიაში დაშვებულია ის, რომ ისტორიის დამახინჯებით, ღიად პროპრუსული პოზიციების დაკავებით შეიძლება "საქმის გატანა".

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის სახელმწიფოს ღია დივერსიას, როცა ისინი ღიად ახალისებენ ეკლესიაში ჩაბუდებულ მოძალადე ექსტემისტულ ჯგუფებს, ვასაძეს და მისთანებს. ეს არის ფართო მასშტაბის დივერსია, რუსეთის სახელმწიფო ამ ფორმით ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებაზე, სწორედ ამ კუთხით არის ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო ის, რაც ეკლესიაში ხდება და ამიტომ მგონია, რომ გამჭვირვალობა, ღიაობა არის ერთადერთი გასაღები, რომ ჩვენ ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ" - თქვა კიკნაველიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები