ელიზაბეტ მეორე

ელისაბეტ მეორემ ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარი თქვა

METRO

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ნატურალური ბეწვის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს ამბობს. ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, დედოფლის ტანსაცმლის ნაწილი უკვე გადააკეთეს. 

ამის შესახებ ცნობილი ელისაბეტ მეორის პირადი მკერავის ანჯელა კელის მემუარებიდან გახდა. ქალმა დაწერა, რომ დედოფალი ცივ ამინდში ხელოვნური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელს ჩაიცვამს.

თუმცა, ამასთან ბუკინგემის სასახლეში თქვეს, რომ დედოფალი გამოიყენებს ცერემონიალებისთვის აქამდე შეძენილ ან შექმნილ ბეწვის ნივთებს, როგორებიცაა, ქუდები და მანტიები.

ცხოველთა უფლებათა დამვცელები, რომლებიც ელისაბეტ მეორეს ბეწვის გამოყენების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, მის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

ბოლო დროინდელი ტენდეციის მიხედვით, ცხოველის ბეწვზე უარს ცნობილი მოდის სახლებიც ამბობენ. მათ შორის არის Versace, Gucci და Giorgio Armani. 

კომენტარები