განზრახ მკვლელობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 61 წლის ქალი, სავარუდოდ, გაგუდეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის სავარაუდოდ მოკლეს.

პირველ არხს მერის წარმომადგენელმა, მურად ელაშვილმა უთხრა, რომ ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს. მისი თქმით, წინასწარი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ გაგუდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები