Fleabag

Fleabag-ის შემქმნელმა ახსნა თუ რატომ არ სურს სერიალის გაგრძელების გადაღება (PHOTOS)

0 კომენტარი

ფიბი უოლერ-ბრიჯი გამოცემა Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა და თავის სერიალზე Fleabag ისაუბრა. 

ბრიჯმა აღნიშნა, რომ მისთვის შთაგონების წყარო სოფოკლეს, ევრიპიდესა და შექსპირის გენიალური ნაწარმოებია. ასევე მან თქვა, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტული სამომავლო გეგმები არ აქვს, თუმცა მასში გარკვეული იდეები მწიფდება. ბრიჯს სურს, უფრო დიდ და გლობალურ თემებს შეეხოს. 

სერიალ Fleabag-ის პირველი სეზონი 2016 წელს გამოვიდა, მისი გაგრძელება კი 3 წლის შემდეგ 2019 წელს. შოუ ფიბი უოლერ-ბრიჯის 2013 წლის, იმავე სახელწოდების, პიესის მიხედვით გადაიღეს. 2019 წელს Fleabag-მა 6 EMMY-ს ჯილდო დაიმსახურა. 

აღმოჩნდა, რომ Fleabag-ის შემქმნელი და მთავარი როლის შემსრულებელი, არამხოლოდ მესამე სეზონის გადაღების წინააღმდეგია, არამედ უკვე მეორე სეზონის შექმნისას ფიქრობდა, სურს თუ არა ამ პროექტის გაგრძელება, რადგან ფიქრობდა, რომ მისი პიესის გამოსვლიდან ძალიან დიდი დრო იყო გასული, ის შეიცვალა და უკვე ახალი საქმის დაწყება სურს. 

"ყოველთვის ვცდილობ აუთენტურად ვწერო. ახლა სერიალის გაგრძელება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან  ადამიანი სულ იცვლება. ამ ცვლილებების შეტანა ნაწარმოებშიც გიწევს და ახალ სეზონს მხოლოდ იმისთვის ვერ შევქმნი, რომ ის მივცე ხალხს რაც უნდათ." აღნიშნა ბრიჯმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები