კრისტიან ბეილი

კრისტიან ბეილმა Ford v Ferrari-ისთვის 30 კილოგრამი დაიკლო

გამოცემა variety-სთან ინტერვიუს დროს, კრისტიან ბეილმა თქვა, რომ ფილმისთვის Ford v Ferrari მან 30 კილოგრამი დაიკლო. მანამდე,  მსახიობმა სურათისთვის Vice წონაში მოიმატა და ამის გამო მას ახალი პროექტისთვის დროის მოკლე პერიოდში - 6 თვეში, ზედმეტი წონისგან გათავისუფლება დასჭირდა. 

კრისტიან ბეილი ფილმში Vice
ფოტო: Hollywood Reporter

Ford v Ferrari ამერიკელი ინჟინერებისა და დიზაინერების ისტორიაა. ფილმში მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. კონსტრუქტორ კეროლ შელბისა (მეთ დეიმონი) და  მრბოლელი კენ მაილსის (კრისტიან ბეილი) დახმარებით, Ford-ის გუნდს უნდა შეექმნა ისეთი სპორტული მანქანა, რომელიც ფერარის აჯობებდა. 

 გადაღებებზე, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბეილი Ford v Ferrari-ში გამოყენებულ სპორტულ მანქანებში ვერ ეტეოდა. 

"წყეულ მანქანაში ვერ ვეტეოდი! ეს მანქანები კომფორტისთვის ნამდვილად არ არის შექმნილი!" თქვა მსახიობმა

აღსანიშნავია, რომ კრისტიან ბეილი ცნობილია იმით, რომ როლებისთვის ხშირად უწევს წონაში მომატება და დაკლება. მაგალითად, სურათისთვის "მემანქანე", მსახიობმა 28 კილო დაიკლო.

 

კომენტარები