გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლეობის კანდიდატი: ქორწინების დეფინიციის შეცვლით კონსტიტუცია უარესი გახდა

0 კომენტარი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ალექსანდრე წულაძე ფიქრობს, რომ ქორწინების განსაზღვრების შეცვლის აუცილებლონა არ ყოფილა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ მას ჰკითხა, მისი აზრით, რა შეიცვალა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უარესობისკენ. 

"ადამიანის უფლებების ნაწილში... პირადად ჩემი შეხედულებით, ქორწინების დეფინიცია. კონსტიტუციით ამ ინსტიტუტის ამ ხარისხში აყვანა არ იყო აუცილებელი, ჩემი აზრით. იმიტომ რომ არათუ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ პირებს ვისთანაც შეგვიძლია და ეს მხარეთა თანასწორობაზე და სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, ასევე, შეგვიძლია ხელშეკრულებაც კი დავდოთ ამ ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, როგორც ცივილისტს, არ მიმაჩნდა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერის ამის აუცილებლობა იყო", - თქვა ალექსანდრე წულაძემ. 

კონსტიტუციის ბოლო რედაქციით, რომელიც ძალაში 2018 წლის დეკემბერში შევიდა, ქორწინების დეფინიცია შეიცვალა და ნაცვლად "მეუღლეების ერთობისა", განისაზღვრა, როგორც "ქალის და კაცის ერთობა". ცვლილება ჰომოფობიური მოტივით იყო განპირობებული. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რამდენიმე კვირაა, უზენაეს სასამართლოში დასანიშნი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. მოსმენა 8 ნოემბერს დასრულდება, შემდეგ კი პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის. 20 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად იბრძვის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები