სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

არის რეალური საფრთხე, მივიღე მუქარები - მამა გიორგი სხილაძემ საქართველო დატოვა

0 კომენტარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელმაც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საქართველო დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. 

როგორც მამა გიორგი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, ის იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო. სხილაძე ამბობს, რომ საქართველოში რამდენიმე დღე კიდევ აპირებდა დარჩენას და კვირას წირვაც უნდა ჩაეტარებინა. მისივე თქმით, მას ახლობლები დაუკავშირდნენ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობეს.

"გუშინ დაგვიკავშირდნენ ახლობლები და შეგვატყობინეს, რომ არის რეალური საფრთხე და სასწრაფოდ დავტოვეთ თბილისი... ეს არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ფანატიკური ჯგუფები მომიქსიონ და სულ მცირე, გამანადგურონ. მეუღლე მახლდა გვერდით და მისი უსაფრთხოების გამო, დავტოვე თბილისი. მივიღე მუქარები"- ამბობს მამა გიორგი სხილაძე. 

............

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგიმ მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია კახა კალაძესთან შეთანხმებით გაასაჯაროვა. მღვდლის აზრით, საჯაროდ საუბარზე უარს არც მისი მეგობარი იტყოდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები