ოჰაიო

ოჰაიოს ერთ-ერთ სკოლაში 6 წლის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა

CNN

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, 6 წლის ბავშვმა სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა.

პოლიციის ინფრომაციით, მოზარდის ჩანთაში, რომელიც პირველ კლასშია, სავსე ვაზნით, ნახევრად ავტომატური იარაღი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოზარდმა კლასელს იარაღი აჩვენა.

მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მას ბრალს არ წარუდგენენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა მოზარდის ჩანთაში იარაღი.

როგორც ცნობილია, იარაღი ბავშვის ბაბუას ეკუთვნის.

კომენტარები