ჩილე

ჩილეში მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

0 კომენტარი

ჩილეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

მაშინ, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეთა ნაწილმა სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით სანტიაგოს ორ სპეცრაზმელს მარია ხოსე ჰერნანდესს და აბიგაილ კატალინა აბურტოს ცეცხლი წაეკიდა. მათმა კოლეგებმა ხელებით და ხანძრის ჩასაქრობით ცეცხლი ჩააქრეს.

Reuters-ის ერთერთმა ფოტოგრაფმა ენრი რომეროს თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიები გამოყენება გააძლიერეს - "განუწყვეტელი ხმამაღალი სროლის ხმა ისმოდა".

სამართალდამცავებს ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ. 

ჩილეში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 1650 მომიტინგე და 800 სამართალდამცავი დაშავდა. 

საპროტესტო აქციებზე დაიღუპა სულ მცირე 17 ადამაინი, დააკავეს 7 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და როგორც მომიტინგეები ამბობენ, ზოგადად გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. 

აქციები რამდენჯერმე ძალადობრივი გახდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ საპროტესტო აქციების პასუხად მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და სოციალური რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა პროტესტი გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები