LGBTQ

6 საინტერესო ფილმი LGBTQ+ ადამიანების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: IMDB

21-ე საუკუნეში, მსოფლიოს LGBTQ ადამიანების შესახებ გადაღებული ბევრი ფილმი უნახავს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ შემდეგი 6 სურათი გავიხსენოთ

Weekend

ორი მამაკაცის სიყვარულის ისტორია, რომელიც მოკლე დროის მონაკვეთში ვითარდება. რასელი აუზის მაშველია, რომელიც მალავს, რომ გეია, რადგან ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრობს. ერთ დღეს ის გაიცნობს გლენს, რომელიც LGBTQ ადამიანების უფლებების დამცველია და ის შეუყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანმა მალე უნდა მიატოვოს ქალაქი სადაც ამ ორი ადამიანის ურთიერთობები დაიწყება, ფილმი საბოლოო ჯამში, მაყურებელს უკეთესი მომავლის იმედს უტოვებს.

ფოტო: IMDB

MILK

ფილმი იმაზე, თუ როგორ იდევნებოდნენ LGBTQ ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში 70-იან წლებში. ჰარვი მილკი ქარიზმატული პოლიტიკოსია, რომლის ცხოვრებისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავმა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო. 

ფოტო: IMDB

BROKEBACK MOUNTAIN

ფილმი, რომელიც ქოუბოების სიყვარულის ისტორიას გვიყვება, რვა ოსკარზე იყო ნომინირებული, რომელთაგანაც სამი მოიგო. ჰიტ ლეჯერი და ჯეიკ ჯილენჰოლი ოსტატურად გადმოსცემენ ეპოქის წნეხის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანის განცდებსა და ტკივილს, მათ აკრძალულ სიყვარულსა და უიმედო ურთიერთობას. 

ფოტო: IMDB

PRAYERS FOR BOBBY

ლოცვა ბობისთვის არის ძალიან რელიგიური დედისა და მისი გეი შვილის ურთიერთობის ტრაგიკული ამბავი. როდესაც მორწმუნე დედა გაიგებს, რომ მისი შვილი გეია, ეს მისთვის დიდი ტრავმა იქნება და ის ეწინააღმდეგება ბიჭის სურვილს, იყოს ის, ვინც არის. თუმცა ეს წინააღმდეგობა ორივესთვის საბედისწერო აღმოჩნდება. 

ფოტო: IMDB

CALL ME BY YOUR NAME

"შენი სახელით მომმართე" ანდრე აკიმანის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმია. სიუჟეტის მიხედვით, 17 წლის ელიოსთვის მამამისის მეგობარი პირველ სიყვარულად იქცევა. ფილმში მთავარ როლებს არმი ჰამერი და ტიმოთი შალამე ასრულებენ.

BOYS DON'T CRY

ნებრასკაში მცხოვრები ბრენდონ ტინა ცდილობს დაემორჩილოს საზოგადოებრივ ნორმებსა და სტანდარტებს, თუმცა მან ბავშვობიდან იცის რომ განსხვავებულია. კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია, ადამიანების მიერ სხვა ადამიანის განსხვავებულობის მიუღებლობის შესახებ. 

ფოტო: IMDB

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რვა ნოემბერს ლევან აკინის ფილმის And Then We Danced პრემიერა შედგება. ფილმი ორი გეის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ძალადობრივი ჯგუფები აქტიურად აპროტესტებენ სურათის ჩვენებას და პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან. აკინის ფილმის ჩვენებას საქართველოს საპატრიარქოც "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები