ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ ბრანდენბურგის კარიბჭესთან "ფერადი ტალის" ინსტალაცია განათავსეს, სადაც ბერლინის მაცხოვრებლების მიერ დაწერილი 30 000 მესიჯია თანდართული.
"სიყვარული იმარჯვებს," - ვკითხულობთ ინსტალაციის ერთერთ ფურცელზე.
150 მეტრიანი "ცის ხალიჩის" ინსტალაცია ამერიკელმა ხელოვანმა პატრიკ შერნმა შექმნა.
"ეს არის შესაძლებლობა, რომ ადამიანები შთავაგონოთ და ვაჩვენოთ ადამიანების ერთობის პოტენციალი," - თქვა ხელოვანმა.
1989 წლის 4 ნომებერს აღმოსავლეთ ბერლინის მთავარ მოედანზე დემოკრატიის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე დღეში აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა გადადგა. 9 ნოემბერს რკინის ფარდის ნგრევა დაიწყო.
1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანია ფორმალურად გაერთიანდა.