THE INVISIBLE MAN

ელიზაბეთ მოსის ახალი თრილერის THE INVISIBLE MAN თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

THE INVISIBLE MAN  ჰერბერტ უელსის ნაწარმოების ახალი ადაპტაციაა, რომლის ახალი თრეილერის ნახვა უკვე შესაძლებელია.

ფილმში მთავარი გმირი - ელიზაბეთ მოსი, მდიდარი, მოძალადე ქმრის მსხვერპლია. ერთ დღეს მოსის პერსონაჟი გაიგებს, რომ მისმა ქმარმა თავი მოიკლა და ანდერძის მიხედვით მას ხუთი მილიონი დოლარი დაუტოვა, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით - მოსი ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანად უნდა სცნონ. ეს კი რთული ამოცანა იქნება, რადგან ქალი ამტკიცებს, რომ მას ვიღაც უჩინარი პიროვნება უთვალთვალებს. 

 

კომენტარები