მანქანის აფეთქება

თელავში გაზ-გასამართ სადგურზე მანქანა აფეთქდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

თელავში გაზ-გასამართ სადგურზე მანქანა აფეთქდა. მომხდარის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები