მიწისძვრა ირანში

ირანში 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

CNN

ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ ჰაშთრუდიდან 57 კილომეტრის დაშორებით 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 120.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიხედვით მიწისძვრამ სამი მცირე ზომის სოფელი გაანადგურა.

ადგილზე მუშაობენ მაშველები და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია.

ირანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. გასულ წელს ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრას 361 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2017 წელს მომხდარი 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა, 2003 წელს კი ქალაქ ბამთან 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრას 26.000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები