ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძრის 90-ზე მეტი კერა გაჩნდა [ფოტოები]

0 კომენტარი

ავსტრალიაში ხანძრის 90-ზე მეტი კერა გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას ხელს გვალვა და ძლიერი ქარი უწყობს. ხანძარს სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავსტრალიის მთავრობაში ამბობენ, რომ ხანძარმა შესაძლოა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწიოს.

ადგილობრივი მედიის მიხედვით მოსახლეობის ნაწილი ხანძრის გამო სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს და მათთან მისვლა მაშველებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

ხანძრისგან დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდეს.

მეხანძრეების გარდა ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობენ თვითმფრინავებიც.

ხანძრის ერთ-ერთი კერა იმ ადგილას გაჩნდა, სადაც კოალები ბინადრობენ. მეხანძრეებმა ცხოველების ნაწილის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარს ასობით კოალა ემსხვერპლა.

ხანძრის გამო სიდნეი კვამლშია გახვეული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები