უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა, წირვისას ეპიფანე კიეველი მოიხსენია

0 კომენტარი
ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ დღეს, ლიტურგიის იმ ნაწილში, რომელსაც დიდი შესვლა ეწოდება და, რა დროსაც, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები მოიხსენიებენ, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე მოიხსენია, რაც ალექსანდრიის ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს. 

ალექსანდრიის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ მეორეა, ვინც კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება აღიარა და მისი მეთაური დიპტიქში ჩართო.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრიის ეკლესიას სინოდურ დონეზე გადაწყვეტილება არ მიუღია, საპატრიარქო წირვისას მიტროპოლიტ ეპიფანეს მოხსენიება აღიარებაა. სინოდური გადაწყვეტილება ავტოკეფალიის აღიარებას არ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ეკლესიამ სწორედ ამ პროცედურით იხელმძღვანელა, ეს მხოლოდ თავისუფალი არჩევანია და არა აუცილებლობა.

ნახეთ ჩამონათვალი 44:00 წუთიდან

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები