რუსულმა ჯარებმა საბჭოთა კავშირის დროინდელი ფორმებით 7 ნოემბერს მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმი გამართეს, რითაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის ერთერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო აღლუმის 78-ე წლისთავი აღნიშნეს.
1941 წლის 7 ნოემბერს მოსკოვის ბრძოლის დროს წითელი არმიის ჯარისკაცებმა ოქტომბრის რევოლუციის აღლუმი ჩაატარეს. 1941 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად 7 ნოემბერს 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას სამხედრო აღლუმით აღნიშნავდნენ. რუსეთში 2005 წლიდან ეს დღე უქმე დღე აღარაა, თუმცა აღლუმი იმართება.
მოსკოვში 1941 წლის 7 ნოემბერს გამართული სამხედრო აღლუმის დღე რუსეთის "სამხედრო ძალების დიდების დღეებიდან" ერთერთია.
აღლუმში, დაახლოებით, 4000 ჯარისკაცი და წვევამდელი იღებდა მონაწილობას. ღონისძიებაში 600 მუსიკოსი მონაწილეობდა.
ღონისძიებას 7000 მოწვეული სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ომის ვეტერანები და სამართალდამცავებიც.