პარიზში რიგით 23-ე ფოტოფესტივალი მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემა სხეული და სიშიშვლე არის.
ფოტოფესტივალი 10 ნოემბრამდე გრძელდება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან გალერიის მფლობელები, გამომცემლები, ფოტოგრაფები და მოდელები სტუმრობენ.
ჟურნალმა Vogue-მ გამოარჩია მათთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი კაცების შიშველი სხეულის ამსახველი სურათები. სიაში ძირითადად ფოტოგრაფები საკიკო ნომურა, სტივენ არნოლდი და დავით მესხი [David Meskhi] მოხვდნენ.
დავით მესხი 40 წლის ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ბერლინში საქმიანობს.