And Then We Danced

მთავარი არხი: საპატრიარქოში ფილმ And Then We Danced-ის გამო საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

ტაბულა

მთავარი არხის ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის ინიციატივით, საპატრიარქოში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. 

ისინი იმსჯელებენ ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ". 

მთავარი არხის ცნობით, სასულიერო პირები მხარს უჭერენ ჰომოფობთა, მოძალადეთა ჯგუფებს, რომლებიც ფილმის პრემიერის ჩაშლას ცდილობენ. ისინი "ურჩევენ ქრისტიანებს, ასეთი ფილმი არ ნახონ". 

სასულიერო პირთა ნაწილი კინოთეატრში კავეა გალერია მივიდა და იქ პარაკლისს აღავლენს. 

უკვე რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის და სანდრო ბრეგაძის ლიდერობით ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანში შეჭრას ცდილობენ. ისინი ფილმის And Then We Danced-სი პრემიერას აპროტესტებენ. ფილმი გეი წყვილის შესახებაა

შეკრებულები მოქალაქეებს, ვისაც ფილმის ნახვა სურთ, კინოთეატრში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, ვინაიდან მათ ხელს სწორედ ჰომოფობთა აგრესიული ჯგუფები უშლიან. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოჩნდა სპეცრაზმიც

ძალადობრივი ჯგუფები ფილმის პრმიერის ჩაშლას რამდენიმე დღეა, აანონსებენ. 

კომენტარები