And Then We Danced

კინოთეატრ ამირანთან "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" ორი პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პოლიციამ კინოთეატრ ამირანთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. 

"ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას" - აცხადებს შსს.

დაკავებულებს პოლიციელის დაუმორჩილებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

"პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება" - აცხადებს შსს.

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ქართული მარში, გია კორკოტაშვილი და სხვა ძალადობრივი ჯგუფები აპირებენ, "მშვიდობიანად გაწიონ გვერდზე პოლიციის კორდონი", შევიდნენ კინოთეატრში და გათიშონ ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება.

ტერიტორიაზე სპეცრაზმი მივიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები