And Then We Danced

ფალავანდიშვილი: Cavea გალერიაში კინოაპარატურის შტეფსელიდან გამოსართავად მოვედი

ტაბულა

ჰომოფობთა ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ კინო Cavea გალერიაში კინოაპარატურის "შტეფსელიდან გამოსართავად" მივიდა.

ის კინოთეატრში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა და პოლიციელებს მოუწოდა, მას ამის საშუალება მისცენ, რადგან, მისი თქმით, ადამიანებმა გეი წყვილის შესახებ გადაღებული ფილმი არ უნდა ნახონ.  

პარალელურად კი რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის და სანდრო ბრეგაძის ლიდერობით ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანში შეჭრას ცდილობენ. ისინი ფილმ And Then We Danced-ის ჩაშლას ცდილობდნენ, რომელიც სწორედ გეი წყვილის სიყვარულს ასახავს

შეკრებილები არიან აგრესიულები, გამოირჩევიან ბილწსიტყვაობით და მუქარით. ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას. 

ისინი მოქალაქეებს, ვისაც ფილმის ნახვა სურთ, კინოთეატრში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ მოქალაქეთა ნაწილმა კორდონის გავლით შენობაში შესვლა მაინც მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოჩნდა სპეცრაზმიც

კომენტარები