And Then We Danced

შსს: ჩვენ ვიცავთ გურამ ფალავანდიშვილის გამოხატვის უფლებას

ვაჟა სირაძე

ძალადობრივი პროპუტინისტური ძალების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად "გალერია თბილისში" იმყოფება და მეოთხე სართულზე, კინოთეატრ კავეაში ასვლას ცდილობს, სადაც "And Then We Danced"-ის ჩვენების ჩაშლა სურს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დავიცავთ წესრიგს და დავიცავთ ნებისმიერი მხარის გამოხატვის უფლებას, ჩვენ დავიცავთ მართლწესრიგს და ჩვენ არ მივცემთ საშუალებახ მხარეებს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ", - თქვა ვაჟა სირაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გაყავთ შენობიდან გურამ ფალავანდიშვილი, სირაძემ უპასუხა.

"ჩვენ ვიცავთ მისი [გურამ ფალავანდიშვილის] გამოხატვის უფლებას".

გალერია თბილისის პარალელურად, რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის და სანდრო ბრეგაძის ლიდერობით ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანში შეჭრას ცდილობენ. ისინი ფილმ And Then We Danced-ის ჩაშლას ცდილობდნენ, რომელიც სწორედ გეი წყვილის სიყვარულს ასახავს. 

შეკრებილები არიან აგრესიულები, გამოირჩევიან ბილწსიტყვაობით და მუქარით. ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას. 

ისინი მოქალაქეებს, ვისაც ფილმის ნახვა სურთ, კინოთეატრში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ მოქალაქეთა ნაწილმა კორდონის გავლით შენობაში შესვლა მაინც მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოჩნდა სპეცრაზმიც. 

კომენტარები