და ჩვენ ვიცეკვეთ

კინოაფიშა: ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება ამ დროისთვის ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს

გიორგი სელიმაშვილი

Kinoafisha.ge-ის ინფორმაციით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება ამ დროისათვის ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს. ამის შესახებ კინოაფიშა სოციალურ ქსელში აქვყენებს ინფორმაციას. 

რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის და სანდრო ბრეგაძის ლიდერობით ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანში შეჭრას ცდილობენ. ისინი ფილმის პრემიერი ჩაშლას ცდილობენ.

შეკრებილები არიან აგრესიულები, გამოირჩევიან ბილწსიტყვაობით და მუქარით. ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას. 

ისინი მოქალაქეებს, ვისაც ფილმის ნახვა სურთ, კინოთეატრში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ მოქალაქეთა ნაწილმა კორდონის გავლით შენობაში შესვლა მაინც მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმიც. დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი. ძალადობრივმა ჯგუფებმა სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს კინო ამირანთან ქვა ესროლეს და თავი გაუტეხეს.

 

კომენტარები