And The We Danced

შსს: თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს

0 კომენტარი

შსს-ს ინფორმაციით თბილისში დაგეგმილი ყველა კინოჩვენება ფილმისა "და ჩვენ ვიცეკცვეთ" დაანონსებულ დროს დაიწყო და ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. 

ამავდროულად შსს-ს ინფორმაციით კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე ჰომოფობიური დაჯგუფებების აქციაზე 11 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორისაა აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირიც. 

შსს-ს ინფორმაციით ადგილზე პოლიციელების გაძლიერებული შემადგენლობა რჩება. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები