And Then We Danced

ლევან გელბახიანი მინსკის ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/Andthenwedanced1

And Then We Danced-ის მსახიობი, ლევან გელბახიანი, მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

ფილმის ფესტივალს "Listapad" ქვია და ის ბელარუსში ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 150-მდე ფილმი იღებდა.

ეს არ არის ლევან გელბახიანისთვის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა - მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები