და ჩვენ ვიცეკვეთ

კინოთეატრ ამირანში "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის მეორე სეანსიც დასრულდა

0 კომენტარი

კინოთეატრ ამირანში ფილმ და ჩვენ ვიცეკვეთ-ის მეორე სეანსიც დასრულდა. ამ დროისთვის მაყურებლები კინოთეატრს პოლიციელბის კორდონის გავლით ტოვებენ. 

დღეს, ეს უკვე ფილმის მეორე იყო. პირველი სეანსი საღამოს 8 საათზე, ძალადობრივი ჯგუფების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ძალადობრივი ჯგუფები დღის მეორე ნახევარში ვერის ბაღში შეკრიბნენ და ჩვენების დაწყების მომენტში პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. 

შსს-ს ბოლო ინფორმაციით მიმდინარე აქციაზე 11 ადამიანია დაკავებული მათ შორის ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი. 

ძალადობრივი ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა ბათუმში კინოთეატრ აპოლოსთანაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა კინოსეანსი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები