And Then We Danced

ვასაძე ჟურნალისტებს: დასაკავებელი ხართ ყველა, ვინც არცხვენთ ქართულ ტრადიციას

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

პროპუტინური ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა ლევან ვასაძემ ფილმ And The We Danced-ის მეორე სეანსის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ყველა ჟურნალისტი დასაკავებელია, ვინც ქართულ ტრადიციებს არცხვენს. 

ვასაძე ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელიც ძალადობრივი აქციის დაკავებულ წევრებს ეხებოდა. ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, კერძო საკუთრებაში შეჭრის მცდელობა არის თუ არა სამართალდარღვევა, რაზეც პრორუსმა ბიზნესმენმა უპასუხა, რომ ამისთვის სამართლდამცველები არიან და ისინი გაარკვევენ. 

"ძაან ცუდია თუ ისინი დააკავეს. დასაკავებელი ხართ თქვენ ყველა ის ჟურნალისტები, ვინც არცხვენთ ქართულ ტრადიციას და ვინც უხეთქავთ გულს ქართველ ერს. რა გვაქვს ჩვენ თქვენთან სალაპარაკო, როგორ იქცევით საერთოდ... არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რას ტლიკინებთ და მე რას ვთვლი. გეუბნებით რომ აქ არიან სამართალდამცველები და ისინი მისცემენ პასუხს. ძალადობის ავტორები ხართ ნაციონალური მოძრაობის იდეოლები და მათი ჟურნალისტები. გადით გამშორდით"- უთხრა ვასაძემ ჟურნალისტებს.  

.............

დღეს თბილისის კინოთეატრებთან სიძულვის ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა. ძალადობრივი ჯგუფები ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ-ის" ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. 

მათი მცდელობის მიუხედავად, ფილმის ჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქცია პოლიციამ 11 ადამიანი დაააკავა. დაკავებულთა შორისაა, აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი. 

ამ დროისთვის დასრულდა ფილმის მეორე სეანსიც. მაყურებლებმა კინოთეატრი ამირანი პოლიციელების კორდონის გავლით დატოვეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები