And Then We Danced

შსს: თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე 27 პირი დავაკავეთ

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 27 პირი დააკავეს. პროპუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.

უწყების ცნობით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

მათივე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აქტივისტ ანა სუბელიანზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე - დაკავებულია ერთ პირი, 1984 წელს დაბადებული შ.შ. და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით. 

ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. მათი ცნობით, ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

"რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში"- აცხადებენ შსს-ში

სამინისტროს ცნობით, კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები