ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალს ოფიციალურად დღეს, 9 ნოემბერს წარუდგენენ

ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებსს დღეს, 9 ნოემბერს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი, სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი გუშინ, 8 ნოემბერს დააკავეს. დაკავებულთაგან 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ერთი ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულიაა.

ფინანასთა სამიანისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უკანონო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

კომენტარები