ფილარმონია

ეკონომიკის სამინისტრო: ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას შპს „ინტერნეიშენალ ივენთს ხელშკრულება შეუწყდა და ამჟამად მიმდინარეობს ფილარმონიის 100%-იანი წილის მართვის უფლების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცედურები.  

სამიანისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა კომპანიის მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

"შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო," - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანიას სასამართლოში უჩივის. სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია.

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ 2007 წელს გადაეცა.

კომენტარები