ძალადობრივი ჯგუფების აქცია

თალაკვაძე: ასეთ მოვლენებს, რაც გუშინ კინოსთან იყო, ზედმეტი დრო და ენერგია არ უნდა დავუთმოთ

0 კომენტარი

"ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ, - პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ კინო "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს აფასებს. თალაკვაძის თქმით, ყველას აქვს უფლება ხელოვნებაში საკუთარი თავი სურვილისამებრ გამოხატოს.

"ვფიქრობ, დღეს უფრო მეტად მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ," - თქვა თალაკვაძემ

თალაკვაძემ შსს-სა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გუშინ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც დაძაბულობის მიუხედავად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ძალადობის პრევენცია შეძლეს. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ძალადობას მიმართეს, რეაგირება იყო მყისიერი," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

გუშინ "კინო" ამირანთან მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქცია გამართეს და ცდილობდნენ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ჩაეშალათ. 

კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სუბელიანს თვალთან 7 ნაკერი დაადეს. ამბობს, რომ ჭრილობები ღრმაა. 

ფილმის ჩვენების ჩაშლა ძალადობრივი ჯგუფების მიერ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. ფილმს განცხადებით საპატრიარქოც გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ ამ ფილმის ჩვენება მათთვის მიუღებელი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები