კანიე ვესტი

კანიე ვესტი: Christian Genius Billionaire Kanye West-ის დარქმევა მინდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კანიე ვესტს სურს, რომ სახელი შეიცვალოს და Christian Genius Billionaire Kanye West დაირქვას - ამის შესახებ ის ხალხს ნიუ-იორკში, ფესტივალზე ესაუბრა.

"მარტინ ლუთერ კინგი არ მოუკლავთ იმიტომ, რომ ოცნება ჰქონდა, მას სხვა რამ ჰქონდა, რაზეც საუბარს აპირებდა. ის ლაპარაკობდა შავკანიანების გაძლიერებაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე. როდესაც ფორბსში ვიყავი, მე მათ 890 მილიონი დოლარი ვაჩვენე, მაგრამ კვლავ არ მიწოდეს მილიარდერი. მათ არ სურთ ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია ვიყიდოთ მიწა. მათ არ სურთ 100%-იანი მფლობელობები გვქონდეს, როგორც მე მაქვს Yeezy. 

როდესაც ხალხი ამბობს, რომ სისულელეა საკუთარ თავს მილიარდერი დაუძახო, მე ვფიქრობ ლეგალურად შევიცვალო სახელი და დავირქვა " Christian Genius Billionaire Kanye West" ერთი წლით, სანამ ყველა მიხვედით ზუსტად რა არის ეს", - თქვა კანიე ვესტმა.

რეპერმა მიმართვისას სიცილით ისიც თქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"2024 წელს, როდესაც პრეზინდეტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. რატომ იცინით? ჩვენ ძალიან ბევრ სამსახურს შევქმნით! როდესაც ნახავთ სათაურებს, რომ კანიე გაგიჟდა - ყოველი სამი აფრო-ამერიკელიდან ერთი ციხეშია და ყველა სელებრითი ციხეშია, რადგან მართ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, არ აქვთ აზრები და შეშინებულები არიან", - თქვა კანიე ვესტმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები