ლელოს

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" მორიგი 12 წევრი სამტრედიაში წარადგინა

0 კომენტარი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის მორიგი 12 ახალი წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან:

ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრი. გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.

მიტროფანე სტურუა - იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია.

მანანა ბანძელაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დავით ჩხეიძე - ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

თამარ წამალაიძე - ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში.

გია პატარიძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.

გიორგი მახარაძე - იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი.

ნათია ხელაია - საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი.

გიორგი ბაკაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.

პაატა დარახველიძე - იურისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე

ლილე მაღლაფერიძე - ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით.

დიმიტრი აბაშიძე - ინჟინერი და ეკონომისტი. სტარტაპ კომპანიის. „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცის ანაკლიაში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამართა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები