კინოთეატრი ამირანი

კინოთეატრ ამირანთან განთავსებული რამდენიმე მონიტორი დამტვრეულია

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

კინოთეატრ ამირანთან განთავსებული რამდენიმე მონიტორი დამტვრეულია.

ამის ამსახველი ვიდეო ფორმულამ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ აქვს.

გუშინ საღამოს 8 ნოემბერს ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში ძალადობრივი, პუტინისტი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა.

კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სუბელიანს თვალთან 7 ნაკერი დაადეს. ამბობს, რომ ჭრილობები ღრმაა. 

ფილმის ჩვენების ჩაშლა ძალადობრივი ჯგუფების მიერ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. ფილმს განცხადებით საპატრიარქოც გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ ამ ფილმის ჩვენება მათთვის მიუღებელი იყო. 

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებები 9 და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები